მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაში ჩავიდა. იტყობინებიან მოლდოვური და უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები.
სანდუს ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი უკვე ჩავიდა კიევში. დღის განმავლობაში სანდუ ეწვევა უკრაინულ ქალაქებს ბოროდიანკას, ბუჩასა და ირპინს.
ვიზიტის ფარგლებში, მაია სანდუ შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.