ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მათ მოთხოვნებს ვუერთდებოდეთ, რადგან დაყენებული მოთხოვნები არარეალურია, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი სწორი მოთხოვნაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ამის აღმოფხვრის მთავარი წესია არჩევნები.
„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მათ მოთხოვნებს ვუერთდებოდეთ, რადგან დაყენებული მოთხოვნები არარეალურია. აქციის ორგანიზატორებს მოვუწოდებ, ეს მოთხოვნები შეცვალონ და მოითხოვონ ვადამდელი არჩევნები და მანამდე მოითხოვონ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რათა აზრი ჰქონდეს რიგგარეშე არჩევნებს. არ ვიცი, ეს მოთხოვნები სპეციალურად არის დაყენებული, რომ ადამიანებმა გული აიცრუონ, თუ ასეთი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მოთხოვნების ასე დიდი ხნის განმავლობაში დატოვება არ შეიძლება. ერთადერთი სწორი მოთხოვნაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები, რადგან ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისი და ამის აღმოფხვრის მთავარი წესია არჩევნები“, - თქვა ხვიჩიამ.