ვატიკანში, სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი კონცერტს მართავს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ღონისძიებაზე ქართული ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, "შენ ხარ ვენახი" და მრავალი სხვა ნაწარმოები შესრულდება.
კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონცერტი პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის, გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაიგეგმა.
"ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან "სიქსტის კაპელაში" ქართველები პირველად იმღერებენ", – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.