ალექსანდრე წივწივაძემ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა
ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია.
წივწივაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 41.200 წამში დაფარა და ყველა მეტოქეს აჯობა.
აღსანიშნავია, რომ 18 წლის ქართველმა გუშინ 1 000-მეტრიან დისტანციაზეც გამოიჩინა თავი და ოქროს მედალი მოიპოვა.