უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ლიბანის ისლამურ რესპუბლიკაში, საქართველოში, სლოვაკეთში, პორტუგალისა და ლიბანში.
როგორც Ukrinform-ი იტყობინება, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებებით თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი, სლოვაკეთში უკრაინის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი იური მუშკა, პორტუგალიაში ინა ოგნივეცი, ირანში სერგეი ბურდილიაკი და ლიბანში იგორ ოსტაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლებს ელჩებს სამსახურებრივი მოვალეობების არაეფექტური შესრულების გამო.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოდან კონსულტაციებისთვის 1-ელ მარტს გაიწვია.