რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ნატო-სთან ერთად კრებს კოალიციას რუსეთის წინააღმდეგ ომისათვის, ისევე როგორც "ჰიტლერმა მეორე მსოფლიო ომის დროს" შეკრიბა.
ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" იუწყება.
"ჩვენ მცირე ილუზია გვაქვს, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი რუსოფობიული მუხტი როგორმე გაიფანტება ან შეიცვლება გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ ეს არის ის გზა, რომელიც ევროპელებმა აირჩიეს.
როდესაც მეორე მსოფლიო ომი იწყებოდა, ჰიტლერმა თავისი დროშის ქვეშ გააერთიანა ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვანი, თუ არა დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომისთვის. დღესაც, ევროკავშირი ნატო-სთან ერთად კრებს თანამედროვე კოალიციას ბრძოლისთვის, დიდწილად რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის", - თქვა ლავროვმა.