თაობა სწავლობს ბრძოლას და აღარავის დაუთმობს არც ქვეყნის თავისუფლებას და არც თავის უფლებებს,- წერს ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
"თავისუფლებისთვის ბრძოლა თაობიდან თაობაზე გადადის!
მთელ ამ მძიმე პროცესს ერთი სიკეთეც აქვს. ახალმა თაობამ გემო გაუგო ქვეყნის თავისუფლებისთვის, საკუთარი უფლებებისთვის სხვებთან ერთად ბრძოლას, პროტესტის ღიად და დაუფარავად გამოხატვას.
ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას გემოს გაუგებს, ის აღარასოდეს ამბობს ბრძოლაზე უარს. ყოველთვის გამოვა უსამართლობის წინააღმდეგ და ეს არის მთავარი
თაობა სწავლობს ბრძოლას და აღარავის დაუთმობს არც ქვეყნის თავისუფლებას და არც თავის უფლებებს.
დღეს 20:00 საათზე", - წერს მელია.