პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს. იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია.
"დღეს, 24 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი ჩატარდება. ბრიფინგს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამართავს", - ნათქვამია გავრცელებულ შეტყობინებაში.
ბრიფინგის თემა უცნობია.