საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენებს ანაკლიაში ინვესტიციის ჩადებისკენს მოუწოდა.
მიხეილ სააკაშვილმა აჭარის შემდეგ, ანაკლიაში მეორე "ტურისტული ზონა" გახსნა.
როგორც მან ანაკლიაში ინვესტორებთან შეხვედრისას განაცხადა, სახლემწიფოს პირობა ტურისტულ ზონებთან დაკავშირებით უცვლელია.
"ჩვენ წარმოგიდგინეთ პროექტები ანაკლიაში და ჩვენი პირობა არის ძალაში. კერძოდ: სახელმწიფო მისცემს ინვესტორს უფასოდ მიწას, შემოიყვანს ყველა კომუნიკაციას, რომელშიც შედის დენი, წყალი, გაზი და კანალიზაცია. ჩვენ მოგყვავს ახალი გზა, რომელიც ფოთიდან პირდაპირ ანაკლიისკენ იქნება გადაჭიმული. დღეს ვიწყებთ ანაკლია-ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობას აქედან რამდენიმე წუთის სავალზე. ჩვენ მოგვყვავს გოგირდის და სხვა სამკურნალო წყლები, რომელიც ასევე უფასო იქნება ინვესტორებისთვის. ვინც ააშენებს სასტუმროს, კონსიტუციის მიხედვით 15 წელი გავანთავისუფლებთ მოგებისა და ქონების გადასახადისგან. 100-ზე მეტ ნომრიან სასტუმროს ვინც ააშენებს, კაზინოს სალიცენზიო მოსაკრებელი ფაქტიურად არ იქნება გამორთმეული", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ინვესტორებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, ერთი სასტუმრო მუშაობს ანაკლიაში, რომელიც ყველაზე კარგია საქართველოში.
სააკაშვილის თქმით, სახლემწიფოს მთავარი პირობაა, რომ ყველა მშენებლობა დამთავრდეს 18 თვეში. "ეს არის ჩვენი მთავარი პირობა. ინვესტორებო ყველა ქვყნისა ანაკლიაში შეერთდით", - აღნიშნავს პრეზიდენტი.