საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ევროკავშირის საბჭოს შემდეგ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის ისტორიული დღეა.
მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს პირობები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
"ეს არის ისტორიული დღე. ის, რომ აღიარებული იქნა საქართველოს წევრობის პერსპექტივა. ნათლად იყო გაცხადებული, თუ რა პირობები არსებობს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ვფიქრობ, ყველამ ვნახეთ რამდენად ნათელი იყო საქართველოს პრეზიდენტის გზავნილი და ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოთხოვნით და ეს იქნება საფუძველი იმ რეფორმების, რომელიც უნდა გატარდეს“, – მაკრონმა.