ამერიკული სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაცია Pew Research Center-ის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2022 წლის მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული პოლიტიკოსია. მას მხარს უჭერს 18 ქვეყანაში გამოკითხულთა მხოლოდ 9 პროცენტი, 90% კი გმობს მის პოლიტიკას. აღნიშნულია, რომ ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსგავსი კვლევების ჩატარების 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში.
ამასთან, პუტინის რეიტინგი ყოველთვის არ ყოფილა ასეთი ცუდი, თუმცა სტაბილურად მცირდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, აღნიშნავს Pew Research Center. გერმანიაში მის საქმიანობას კვალვ მხარს უჭერს რესპოდენტების 14%. გერმანელ ახალგაზრდებს შორის კი ეს მაჩვენებლი უფრო მაღალია - 22%.
მკვლევრები ამბობენ, რომ პუტინის მიმართ ევროპელების დამოიდებულება პირდაპირ კავშირშია მათ პოლიტიკურ შეხედულებებთან. ისინი, ვინც მხარს უჭერენ მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს თავიანთ ქვეყანაში, დიდი ალბათობით დარწმუნებულები იქნებიან პუტინის ქმედებების სისწორეში. მაგალითად, ბერძნებს შორის, რომლებიც დადებითად არიან განწყობილი პარტია "საბერძნეთის გადაწყვეტილების" მიმართ, 55% პუტინის პოლიტიკას მაღალ შეფასებას აძლევს.
"ანალოგიური კანომზომიერება შეინიშნება მემარჯვენე პოპულისტური პარტიების მომხრეებს შორის გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და შვედეთში", - წერენ ანალიტიკოსები და აღნიშნავენ, რომ ევროპაში მემარჯვენეთა მოძრაობის მხარდამჭერებს შორის პუტინის რეიტინგი უფრო მკვეთრად დაეცა, ვიდრე მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა შორის.
ამასთან, რუსეთის მიმართ რესპოდენტების დამოკიდებულება საერთო ჯამში შეცვლილია. საშუალოდ 18 ქვეყანაში გამოკითხულთა 85% გამოთქვამს ნეგატიურ აზრს ქვეყანაზე, უმეტესობა ამბობს, რომ რუსეთის მიმართ ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ყველაზე ძალიან გაუარესდა რუსეთის მიმართ დამოკიდებულება იტალიაში, საბერძნეთსა და პოლონეთში. ამ ქვეყნებში ის 30 პროცენტით შემცირდა ბოლო გამოკითხვის შემდეგ. გერმანიაში რუსეთის მიმართ დადებითად არის განწყობილი რესპოდენტების 6 პროცენტი.