ერთადერთი ამოცანა გუშინდელ ფონზე რაც ვიხილეთ, რაც უნდა გვქონდეს ყველას, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, რისკენაც მოვუწოდებთ ევროპული საქართველო, რომ გავერთიანდეთ ერთადერთ ამოცანაში - ამ რეჟიმის, როგორც პოლიტიკური კეთროვანების გარიყვაში ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებიდან, ძალაუფლებიდან ჩამოშორებაში, ამ რეჟიმის, ივანიშვილის წასვლა და ახალი არჩევნები არის ერთადერთი რამ, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ ღარიბაშვილის საპარლამენტო გამოსვლის შეფასებისას გააკეთა.
გიგა ბოკერია ამბობს, რომ ის, რაც გუშინ საკანონმდებლო ორგანოში ხდებოდა იყო ხელისუფლების პასუხი, რომ არ აპირებენ ევროკავშირის არც ერთი რეკომენდაციის შესრულებას და რომ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე იქნებიან მოტივირებული:
"გუშინ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებულად ამაზრზენი ფორმით წარმოდგა ივანიშვილის რეჟიმი. ის, რაც საზოგადოებამ ნახა გუშინ საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში და რამაც გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება, ეს იყო სახე არამარტო რეჟიმის, არამედ განაცხადი, რომ დღევანდელ ვითარებას, ჩვენს საფრთხეს, რომ ისტორიული შანსი გავუშვათ ხელიდან თავისუფალ სამყაროში დაბრუნების, ეს რეჟიმი, ივანიშვილი და მისი გარემოცვა, ეს ამაზრზენი სამარცხვინო პოლიტიკური არარაობა ღარიბაშვილი, განიხილავენ, როგორც შესაძლებლობას საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების, პირდაპირ გვითხრეს, რომ არათუ რამის შეცვლას არ აპირებენ, რომ ქვეყნის ინტერესები, საკუთარი მომავლის, ამ ქვეყნის, რომლის შვილები თითქოს თვითონაც არიან, მომავალი გადაარჩინონ, რომელსაც საფრთხე თავადვე შეუქმნეს გარე მტერთან ერთად, არა. ეს არის ვითარება რაც მათთვის არის ხელსაყრელი, მათ უნდათ, რომ საზოგადოებას აჩვენონ მათი და ოპონენტების უძალობა პარლამენტში. გასული არიან ზღვრიდან თუნდაც მწვავე დისკუსიის", - თქვა ბოკერიამ.
მისივე განცხადებით, ამ ვითარებაში, რაც ქვეყანას გადაარჩენს არის ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი ჩამოშორება და ახალი არჩევნები. ბოკერია ამბობს, რომ საზოგადოება უნდა იყოს მზად და მტკიცედ პროტესტისთვის
"ერთადერთი ვითარება, როდესაც ამ რეჟიმთან და ივანიშვილთან საჭირო იქნება კომუნიკაცია, ეს არის როდესაც ვითარება იქნება გადატეხილი და ისინი იქნებიან ზღვარზე და ივანიშვილი იქნება შეგუებული იმ აზრთან, რომ ძალაუფლება უნდა დათმოს. მხოლოდ მაშინ შეიძლება მათთან საუბარი და დისკუსია იმაზე, რომ ისე წავიდეს ეს კაცი და მისი გარემოცვა რომ ქვეყანა კიდევ უფრო არ დააზიანოს"- თვქა ბოკერიამ.
ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, დეოლიგარქიზაცია არ არსებობს ივანიშვილს ჩამოშორების გარეშე და ყველაფერი ამის გარეშე, მათ შორის, კანონის შემოღება, თავის მოტყუებაა.