ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის 9 თვის მონაცემებით დავების განხილვის საბჭომ 997 საჩივართან დაკავშირბით წარმოება დაასრულა. 2010 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა 316 (32%) საჩივარი, 540 (54%) საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 141 (14 %) განუხილველი დარჩა.