პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰას ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მზადყოფნა გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.