ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ამის შესახებ მიშელი "ტვიტერში" გავრცელებულ ვიდეომიმართვაშ საუბრობს.
ამავდროულად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომოსიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად იწვევს.
"ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
გიწვევთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
პარალელურად, გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ მხარდაჭერას ჰუმანიტარული, სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური კუთხით", - წერს მიშელი ტვიტერზე.