საქართველოს მეოთზე პრეზიდენტი მოუწოდებს თანამემამულეებს, შეუერთდნენ ევროპულ ოჯახში შესვლის მსურველებს და აქციაზე მოვიდნენ.
გიორგი მარგველაშვილი განმარტავს, რომ ევროპელი პარტნიორებისგან მიღებული რეკომენდაცია-დეოლიგარქიზაცია, ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა გათავისუფლედეს გავლენებისგან.
“დღეს არის საამაყო დღე. ბევრნი ვართ და ძალიან კარგი სულისკვეთებაა. თუ მანქანაში ხართ, ან ახლოში, მოახერხეთ და მოდით, რადგან კარგი დღესასწაულის მომსწრე გახდებით!
რაც შეეხება პოლიტიკურ მოთხოვნებს: ჩვენი პარტნიორებისგან რუბიკონი გადალახულია, ჩაწერეს სიტყვა დეოლიგარქიზაცია. ეს სიტყვა ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს გათავისუფლებული წნეხისგან, ეს კი უნდა მოხდეს მშვიდად, კონსრუქციულად, კანონიერად, როგორც ქართველ ხალხს უნდა, არჩევნებით.
ჩვენმა მთავრობამ ზურგი შეაქცია არა მარტო ჩვენს ხალხს, არამედ ჩვენს ისტორიულ არჩევანსაც, ჩვენი ერის მისიას, ვიყოთ თავისუფალი ერი თავისუფალ ერთა ოჯახში. ეს არის დღეს ევროპა. - განაცხდა ექსპრეზიდენტმა.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, ყოფილ და მოქმედ გავლენიან ქართველ პოლიტიკოსებს ევროკავშირისთვის წერილი გაეგზავნათ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის დასანანია, რომ გარკვეულმა პოლიტიკოსებმა წერილს ხელი არ მოაწერეს.
რაც შეეხება წერილს, რომელზეც ვთხოვე, არა მარტო მოქმედ პოლიტიკოსებს ხელი მოეწერათ, არამედ, გარკვეული პალიტრა წარმოგვედგინა ყოფილების, მათ შორის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეების. ეს იქნებოდა კრებული ჩვენი 30-წლიანი ისტორიის.
ჩემთვის დასანანია, რომ ის ადამიანები, ვინც ხელი ამ მოაწერა ამ წერილს, ისტორიულ დინამიკას ჩამორჩნენ”, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.