სს "კაუკაზუს აგროდეველოფმენთის" შვილობილმა კომპანია "უნიფარმმა"
მერძეული ძროხების შემოყვანის პირველი ეტაპი დაასრულა. კომპანიამ 64 სული ჰოლშტეინო-ფრიზის ჯიშის ძროხა ერთ-ერთი მსხვილი ჰოლანდიური საექსპორტო კომპანია შცჰააპ-სგან შეიძინა.
ჰოლშტეინის ჯიშის ძროხა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშს
განეკუთვნება. მისი საშუალო წველადობა 6-ჯერ აღემატება ადგილობრივი ქართული ჯიშის ძროხების საშუალო
წველადობას. ამჟამად, სს "უნიფარმის" სარძევე ფერმაში ახალი თანამედროვე 240 სულიანი ძროხის სადგომის და შიდა. მოწყობილობების მონტაჟი მთავრდება. კომპანიამ საჭირო ინვენტარი ჰოლანდიური კომპანია DშD-სგან შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ შვედური DეLავალ-ის წარმოების საწველი დანადგარის საქართველოში ჩამოტანა და დაყენება დეკემბრისთვის არის
დაგეგმილი. განახლებული ფერმა სრულად ფუნქციონირებას 2011 წლის იანვარიდან დაიწყებს.
"მოხარულნი ვართ, რომ დავასრულეთ ჰოლშტეინო-ფრიზის ჯიშის ძროხების პირველი ნაკადის ჩამოყვანა სენაკის სარძევე ფერმაში. წლის ბოლომდე დავასრულებთ ფერმის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებამდე მიყვანას, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალი წლიდან დასავლეთი საქართველო ნატურალური რძით დამზადებული პროდუქტებით მოვამარაგოთ", _ აცხადებს სს "კაუკაზუს აგროდეველოფმენთის" გენერალური დირექტორი რატი მექვაბიშვილი.
"კაუკაზუს აგროდეველოფმენთი" (კად) წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას რომელიც დაფუძნდა 2008 წლის გაზაფხულზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ინვესტიციების განხორცილება სოფლის მეურნეობის სექტორში ამიერკავკასიის რეგიონში. კად-ის საინვესტიციო საქმიანობის ძირითად დარგობრივ მიმართულებებს წარმოადგენენ: რძის პროდუქტების წარმოება, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მეთევზეობა, სასათბურე მეურნეობა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.