საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 29-30 ივნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო) მადრიდის სამიტზე მიიღებს მონაწილეობას.
ნატოს წლევანდელ სამიტს ესპანეთი მასპინძლობს,რომელიც ამავდროულად ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მე-40 საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.
მადრიდის სამიტზე წევრ ქვეყნებთან ერთად, საქართველო წარმოდგენილი იქნება ალიანსის პარნტიორებსა და ასპირანტ ქვეყნებთან, როგორიც არის ფინეთი, შვედეთი, ასევე აზია-წყნარი ოკეანის ოთხეული.
მადრიდის სამიტზე ნატო ახალ სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებს.
"ეს საკვანძო დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ღირებულებებს, მიზანს და ამოცანებს. ის უზრუნველყოფს ალიანსის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების კოლექტიურ შეფასებას და ასახავს პოლიტიკურ და სამხედრო ამოცანებს, რომლებსაც ნატო მათ გადასაჭრელად განახორციელებს", - ნათქვამია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.