2026 წლამდე ტურისტულ ზონებში მეწარმეები მოგებისა და ქონების გადასახადისგან განთავისუფლდებიან.
აღნიშნული ინციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შედის "საქართველოს საგადასახადო კოდექსში".
კანონპროექტის თანახმად, მოგების გადასახადისგან 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ სასტუმრო მომსახურებისგან მიღებული მოგება და ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ მიღებული მიწის ნაკვეთის ღირებულება, ასევე ამ ნაკვეთის პირველადი რეალიზაციის შემთხვევაში მისგან მიღებული მოგება თავისუფლდება.
ამასთან, ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ სასტუმრო მომსახურებასთან დაკავშირებული ქონებაც.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში საქართველოს მთავრობამ უკვე მოახდინა.