რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინა "თავის უწინდელ საზღვრებს ვეღარასდროს დაუბრუნდება".
"უკრაინა, რომელსაც მე და თქვენ ვიცნობდით, იმ საზღვრებში, რომელიც ადრე იყო, აღარ არსებობს და აღარასდროს იარსებებს", - თქვა ზახაროვამ Sky News Arabia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ლუჰანსკისა და დონეცკის "სახალხო რესპუბლიკების" ლიდერებმა მანამდე განაცხადეს, რომ მათთვის რუსეთთან შეერთება და ამ მიზნით რეფერენდუმის ჩატარება "ნომერ პირველი საკითხია".
ამავდროულად, რუსეთთან შეერთების მიზნით რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებები გაისმის ხერსონში, რომელსაც ამ დროისთვის რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაცია "განაგებს".
უკრაინა პირობას დებს, რომ აღადგენს კონტროლს თავის მთელ ტერიტორიაზე.