ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია რატომ მოიწვია პრეზიდენტმა პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი - "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მალგორ-ჟატა გოში-ევსკას წინა ხელისუფლებასთან კავშირებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მის ვიზიტზე, მით უმეტეს ამ დროს, კითხვები აქვს.
"ეს ქალბატონი ვინ არის ძალიან კარგად იცის აბსოლუტურად ყველამ. რა კავშირები აქვს წინა ხელისუფლებასთან, დეტალებში ვიცით ეს ყველაფერი და რა მოტივაცია აქვს, როდესაც ასეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებს, ესეც ძალიან კარგად ვიცით. წესით ეს პრეზიდენტმაც უნდა იცოდეს. აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია რატომ გახდა მისი მოწვევა საჭირო დღევანდელ დღეს საქართველოში. ეს რა თქმა უნდა სერიოზულ კითხვებს აჩენს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში მყოფი პოლონეთის სეიმის ვიცე - სპიკერი მალგორზატა გოშიევსკა დღეს კლინიკა "ვივამედთან" იმყოფებოდა. მას მიხეილ სააკაშვილის მონახულება სურდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.