როდესაც ოპოზიცია სიცრუეზე აგორებულ კამპანიას აწარმოებს და საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, საქართველოს არ უნდა დასავლური ინტეგრაცია, არის არაფორმალური მმართველობა და ა.შ. ასეთ დროს დროს პოლარიზაციის შემცირება რთულია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ვიდრე რადიკალური ოპოზიცია არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმაციას და დასავლურ კურსს, მანამდე პოლარიზაცია ვერ შემცირდება
„როდესაც ისინი ბაკურიანში იკრიბებიან და გეგმავენ ხელისუფლების გადატრიალებას, ასეთ დროს პოლარიზაციის შემცირება არის რთული. როდესაც პარლამენტში სხედან და ვერავითარი წვლილი ვერ შეაქვთ რეფორმების განხორციელებაში, ეს რა თქმა უნდა ხელს უწყობს პოლარიზაციის შენარჩუნებას. ეს არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერთან დავსხდეთ და ამ თემასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, მაგრამ არსებობს კონკრეტული წინაპირობები. ვიდრე რადიკალური ოპოზიცია არ აღიარებს ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და დასავლურ კურსს, მანამდე პოლარიზაცია ვერ შემცირდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა პრინციპული პოზიცია დააფიქსირონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.