მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება და გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ კვლავ ჩვენი კარები ღიაა, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია. მისი განმარტებით, თუ გვინდა შვილები და მომავალი თაობები ცხოვრობდნენ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოში, მაშინ სჭირდება შესაბამისი მოქმედება და ეს მოქმედება იქნება. ხალხის ფაქტორი იქნება ამოქმედებული.
"მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა დეოლიგარქიზაცია მოხდება და გავისაუბროთ მოგვიკაკუნეთ კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს, გინდათ ბიძინა ივანიშვილის მცველები მაღალ თანამდებობაზე? კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ვართ მზად და მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარები. ეს ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა. ჩამოწერილია, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, რაც მოიცავს ყველაფერს, არ არის მედიათავისუფლება, არის პოლიტიკური დევნა, არ არსებობს ჯანსაღი ეკონომიკა, არსებობენ პოლიტიკური პატიმრები. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ეს პრობლემები ერთ დღეში წყდება ერთ დღეში იცვლება, თორემ ამ ხელისუფლებას რესურსი რეფორმების გატარების არ აქვს. ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული დემოკრატიული რეფორები, რატომ? რეფორმებს თუ გაგიტარებ, სამართლიან არჩევნებს ჩაგიტარებ, პოლიტიკურად თუ აღარ გდევნე, თუ ეკონომიკა იქნება ჯანსაღი, რომ ყველა ისარგებლებს, ოლიგარქი ფიქრობს, მე როგორ შევინარჩუნებ მართვის სადავეებს? ამიტომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე, ოლიგარქი დათმობს თავის ბერკეტებს. ამიტომ არავის შეეშინდეს, არავინ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება არის ურყევი“, – განაცხადა მელიამ.