მკაფიოდ წერია თუ ოლიგარქი არ იქნება ქვეყანაში, ჩვენ ეს პერსპექტივა წლის ბოლომდე გვაქვს. ახლა არის მოქმედების დრო. მოქმედები გარედან სანქციები, შიგნიდან მშვიდობიანი პროტესტი - "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ევროკომისიის გადაწყვეტილებას აფასებს, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი არ დაუჭირა. ხოშტარია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს და ახლა ხალხის ქმედითი ნაბიჯების დროა.
"სურათი არის ძალიან ნათელი, ევროპამ ქართველ ხალხს უთხრა, შენ პერსპექტივა გაქვს თუ დაუბრუნდები ევროპულ ფასეულობებს, ოლიგარქიულ რეჟიმს პერსპექტივა არ აქვს, უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია ამ ქვეყნის, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, ამ რეჟიმით საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება. ჩვენ მოგვცეს წლის ბოლომდე დრო, რომ ამ ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ, რაც პრობლემებია პოლიტიკური დევნა, გვარამიას დაჭერა, სააკაშვილის წამება, სასამართლოს მიტაცება, არჩევნების მიტაცება, ეს ყველაფერი მოგვარდება, როდესაც ოლიგარქი, როგორც ამ ყველაფრის თავი, მოშორდება პოლიტიკურ სისტემას. ახლა არჩევანი არის ჩვენზე. ოცნებამ ვერ მოახერხა, რომ ბოლომდე ქართველი ხალხისთვის ევროპას დაეკეტა კარი“, - ამბობს ხოშტარია.