"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუნდმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ევროკავშირისთვის "ფარდის ახდას" აღარ აპირებენ. მისი აზრით, ევროკავშირმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და უხერხულობების გარეთ გამოტანისგან თავს შეიკავებენ.
"ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში ევროკავშირს, რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ამ შემთხვევაში ჩვენ წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ასეთ დროს ბუნებრივია არაფრისთვის ფარდის ახდას არ ვაპირებთ. საუბარი იყო სწორედ იმ ხელშემშლელ ფაქტორებზე, რომლებმაც რაღაცეები განაპირობა, მაგრამ საბედნიეროდ რაღაცეები ვერ განაპირობა. საუბარი იყო ამისთვის ფარდის ახდაზე, დღეს, როდესაც ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობების გარეთ გამოტანისგან ბუნებრივია თავს შევიკავებთ. ეს არის შეჯერებული პოზიცია ჩვენ გუნდში, ამაზე გვქონდა რა თქმა უნდა მსჯელობა, როდესაც ევროკავშირი შენსკენ დგამს ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, იქ რაღაც უხერხულობების გარეთ გამოტანა არ არის მიზანშეწონილი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.