გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა გიგანტმა კომპანიამ, Coca Cola-მ რუსეთის ბაზრის სრულად დატოვების შესახებ განაცხადა. იუწყება Reuters.
"როგორც კი კომპანიის მარაგები [საწყობებში] ამოიწურება, Coca-Cola რუსეთში აღარ გააგრძელებს Coca-Cola-ს და Coca-Cola Company-ის სხვა ბრენდების წარმოებას და გაყიდვას", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიამ მარტში რუსეთში მუშაობა გააჩერა. "დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას", - განაცხადა მაშინ კომპანიამ.
ახლა კი საუბარია რუსეთის ბაზრიდან სრულად გასვლაზე. თავისი მთავარი სასმელის გარდა, Coca Cola რუსეთში აწარმოებდა და ყიდდა Fanta-ს, Sprite-ს, ტონიკ Schweppes-ს, ენერგეტიკულ სასმელ Burn-ს, წყალ BonAqua-ს, წვენს ბრენდით - "დობრი", Pulpy, Rich-სა და "მოია სემიას".
თუ რა ბედი ეწევა რუსეთში კომპანიის ათ ქარხანას, უცნობია.