სანამ ივანიშვილის რეჟიმია ხელისუფლებაში, მანამდე საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში დაბრუნების შანსი არ აქვს - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერიას თქმით, საქართველოს თავისი არსით ჰყავს ოპორტუნისტულ, კოლაბორაციონისტული, პუტინისტური რეჟიმი.
"იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ანუ ის, ვინც ჩვენ წარმოგვადგენს სამწუხაროდ საერთაშორისო ასპარეზზე მიდის თავისუფლების, ევროატლანტიკური სივრცის, დასავლეთის საპირისპირო მიმართულებით, ამის გამოვლინებაა ესეც, ვიზიტების არ ქონა, ეს პოზიცია და ის შედეგიც რაც დგება და დადგება თუ ჩვენ არ შევცვალეთ ვითარება ქვეყნის შიგნით. მიზეზი არის ის, რაც ხდება საქართველოს შიგნით, რაც ჩვენ გვესმის ყოველდღე. ჩვენ ყოველდღე გვესმის პროპაგანდა, რომ დასავლეთი არის ჩვენი მტერი, აბსურდული, ბოდვითი, მაგრამ ინტენსიური, რომ მათ ჩვენი ომში ჩათრევა უნდათ, ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ არის ეს სამყარო, რომ კრიმინალების მფარველები არიან. ამას იმიტომ იძახიან, რომ მათი რეალური არსი ასეთია, ამიტომ ვადარებთ წლებია იანუკოვიჩის რეჟიმს.
ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოების ნაწილი, სხვათაშორის წარმატებით რომ ისინი არ არიან ანტიევროპულები, ეს ფანჯარაც იხურება იმიტომ რომ ეს უსასრულოდ შეუძლებელია, მაგრამ არსით ისინი არიან ოპორტუნისტულ, კოლაბორაციონისტული, პუტინისტური რეჟიმი. სანამ ეს ვითარება გვაქვს ქვეყნის შიგნით, რომ ერთი ოლიგარქი კაცის ხელშია ყველაფერი, რომელიც ყველა საკითხში დასავლეთის საპირისპიროდ პოზიციონირებს, უბრალოდ გამეორება რომ ჩვენ ევროკავშირი გვინდა, საზოგადოებრივი აზრისთვის ხარკის გადასახდელად და ფორმალურად განაცხადის შეტანა ევროკავშირში არ ცვლის ვითარებას. ამიტომ მე მგონია, რომ ხშირად სწორი შეხედულებების ჩემი აზრით ადამიანებიც ცდებიან ხოლმე, როცა ჰგონიათ რომ არსებობს რაღაც გზა საქართველოში არსებული რეალობის გვერდის ავლისა. როცა ფიქრობენ, რომ თუ სადმე რაღაც მოხდება, ეგ გადაგვარჩენს ისე რომ ქვეყნის შიგნით იყოს იმავე ვითარება, რაც გვაქვს და ეს ასე არ არის. თუ იგულისხმება ის, რომ უნდა გვყავდეს აქტიური მთავრობა, კი ბატონო, ოღონდ ჯერ ჩვენ აქტიურ მთავრობამდე კი არ მივსულვართ, ჯერ ქვეყნის შიგნით გვაქვს დასავლეთის სამყაროში დაბრუნებასთან ფუნდამენტურად საპირსპირო ტრაექტორია, მიმართულება, რომელიც ამ ხელისუფლების მიერაა დადგენილი. სანამ ეს ვითარება ქვეყანაში არ შეიცვლება, არაფერი არ მოხდება. უკვე ამის გამოვლინებებია, რა პოზიციაც აქვთ საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ წარმოგვადგენს ქვეყანა.
წერილში, რომელიც საქართველოს მეგობრებმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა კუბილიუსმა და რასამ მოიწერეს, პირდაპირ წერია სლოვაკეთის მაგალითი. ქვეყანა არის შუაგულ ევროპაში, არასდროს ხალხის ევროპული ისტორიული არჩევანი არ დამდგარა ეჭვქვეშ, მაგრამ სანამ ჰყავდათ ავტორიტარული რეჟიმი, მანამდე ეს ქვეყანა ვერ ბრუნდებოდა ანუ როცა ეს პრობლემა გადაწყვიტეს ქვეყნის შიგნით, მერე განხორციელდა მათი სრულფასოვანი დაბრუნება დასავლურ სამყაროში. უკრაინის შემდეგ მოლდოვა უფრო მხარდაჭერილია ვიდრე საქართველო, რადგან პროპუტინისტური ხელისუფლება დამარცხდა და პროდასავლური კოალიცია მოვიდა, რომელიც ბევრის აზრის ქვეყნის შიგნით იდეალური არ არის, თუმცა ფუნდამენტურად პროდასავლური პოზიციაა. ჩვენთან ეგ არ მომხდარა. სავარაუდოდ ეს ორი ქვეყანა მეტს მიიღებს ამ პროცესში, ეს მალევე მოხდება მაგრამ რომც ეგრე არ მომხდარიყო სხვა მიზეზების გამო, ჩვენს ამოცანას ეგ არ ცვლის", - აცხადებს გიგა ბოკერია.