საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა, საზღვრის კვეთის საქმეზე, კლინიკა "ვივამედში" ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დააყენა. დაცვის მხარე, კერძოდ ადვოკატი შოთა თუთბერიძე არ დაეთანხმა სხდომის კლინიკაში ჩატარებას.
"როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, შეუძლებელია, პროცესის ჩატარება. ცნობა წარდგენილი აქვს სასამართლოს ამის შესახებ. მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობს, აქ ტრანსპორტირების პრობლემა არ არის მხოლოდ. დაცვის მხარის მთავარი მოთხოვნა და ინტერესი არის,ამ პროცესის საჯაროობა და გამჭვირვალობაა. ქართველი საზოგადოება იმსახურებს ამ საქმეზე ინფორმაცია ჰქონდეს დროულად და დაცვის მხარე უზრუნველყოფს კვლავ ამას", - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.