უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.
ამასთან, გამოცემა Rainews.it-ის ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანი უკრაინის მარდაჭერის დემონსტრირებაა.
ასევე ვიზიტის მიზანია - ევროპელმა ლიდერებმა მკაფიო სიგნალი გაუგზავნონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ ევროკავშირის ერთიანობა ეჭვქვეშ არ დგას.