შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
ბაიდენის განცხადებით, აშშ უკრაინას მილიარდი დოლარის ღირებულების სახმედრო დახმარებას გაუწევს შეიარაღების სახით.
საუბარია დამატებითი არტილერიისა და სანაპირო თავდაცვის იარაღზე, ასევე საბრძოლო მასალებზე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის (MLRS).
"მე ვაცნობე პრეზიდენტ ზელენსკის, რომ აშშ გამოუყოფს უკრაინას კიდევ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარებას, დამატებითი არტილერიისა და სანაპირო თავდაცვის იარაღის, ასევე არტილერიისთვის აღჭურვილობისა და მოწინავე სარაკეტო სისტემების ჩათვლით, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ დონბასში მათი თავდაცვითი ოპერაციის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში", - აცხადებს ბაიდენი.
გარდა ამისა, ვაშინგტონი დამატებით 225 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელებისთვის.
"უკრაინელი ხალხის გამბედაობა, გამძლეობა და მონდომება კვლავ შთააგონებს მსოფლიოს. და შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, ურყევად ინარჩუნებს ერთგულებას უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის", - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.