უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს, რათა რუსეთის სასტიკ შეჭრას წინააღმდეგობა გაუწიოს, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, 15 ივნისს ნატო-ს შტაბბინაში უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.
"უკრაინამ უნდა მიიღოს მეტი მძიმე შეიარაღება. ნატოელმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკვე გადასცეს ასეთი შეიარაღება და აძლიერებენ ამ ძალისხმევას.
15 ივნისს შეხვედრა გაიმართება ნატო-ს შტაბბინაში უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში - ეს ფორმატი რამშტაინის ბაზაზე რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. ეს ჯგუფი რეგულარულ შეხვედრებს მართავს ნატოელი მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაციისათვის უკრაინისთვის სხვადასხვა სახეობის შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის მძიმე შეიარაღების მისაწოდებლად. ამაზე უკრაინა სრულად არის დამოკიდებული, რათა შეძლოს რუსეთის სასტიკ შეჭრას წინააღმდეგობა გაუწიოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.