სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მასაც აქვს სალომე ზურაბიშვილთან კითხვები.
ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტმა სამართლიანად გააკრიტიკა ხელისუფლება, "თუმცა მასაც შეეძლო ემოქმედა".
"ბევრ საკითხში ვეთანხმები პრეზიდენტს, მან სამართლიანად გააკრიტიკა ხელისუფლება განუხორციელებელი რეფორმების გამო და იმ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რაც საქართველომ აიღო ევროკავშირის წინაშე; თუმცა, მეორე მხრივ, მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან, თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები, რისი მიღებაც, მისი აზრით, იყო გაუმართლებელი, მასაც შეეძლო, ემოქმედა ან ვეტო დაედო; ან შეუძლია შეწყალების უფლების გამოყენება და მივმართე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით; რატომღაც, მან არ ახსენა ის, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა შეწყალების საკითხს", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.