საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს გადადონ შეკრება. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე თქვა.
"მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის. ამავდროულად ვაფრთხილებ, ხელისუფლებას, რაღაც განცხადებების შემდეგ, თუ მაინც ჩატარადა, ჩემი გადასწყვეტი არ არის, ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე იქნება. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
"შინ ევროპისკენ!" - ამ სახელწოდებით, მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებით, 20 ივნისს, 20:00 საათზე თბილისში მარშის გამართვაა დაგეგმილი.