ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის მიერ სამხედრო ხარჯების დაფინანსების გაზრდის მიუხედავად, მას, შესაძლოა, ტექნიკის მარაგის შევსებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას დასაველთის სანქციებისა და ზოგიერთ სფეროში გამოუცდელობის შედეგად. ამის შესახებ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის მიმოხილვაშია ნათქვამი.
10 ივნისს რუსეთის სამხედრო-სამრწველო კომისიის ხემძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ხარჯები 600-700- მლრდ რუბლით გაიზრდება, რაც დაფინანსების 20 პროცენტით გაზრდას ნიშნავს.
„სახელმწიფო დაფინანსება ქვეყნის თავდაცვის მრეწველობას შესალებლობას მისცემს მობილიზება მოახდინოს იმაზე, რომ დააკმაყოფილოს საჭიროებები, რომელც უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს წარმოიშვა. თუმცა უმეტესი საჭიროების დაკმაყოფილებისას, შესაძლოა, გაჩნდეს პრობლემები, ნაწილობრივ სანქციების ეფექტისა და გამოცდილების ნაკლებობის გამო.
რუსეთში მაღალი ხარისხის ოპტიკისა და მოწინავე ელექტრონიკის წარმოებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სირთულეები შეიქმნება და ამან შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს უკრაინაში დაკარგული აღჭურვილობის ჩანაცვლების მცდელობებს", - აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვრევის მიმოხილვაში.
საომარ მოქმედებებს რაც შეეხება, დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალისხმევა კონცენტრირებულია სევეროდონეცკის გარშემო. ასევე, პირველად, რამდენიმე კვირის განმავლობაში, შესაძლოა, ხარკოვის რაიონში მცირე წინსვლა დაფიქსირდეს.