ლუჰანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა სევეროდონეცკთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი გაანადგურეს, თუმცა უკრაინელი სამხედროები ბლოკირებული არ არიან. ამის შესახებ გაიდაი Facebook-ზე წერს.
"ყველა ხიდი დანგრეულია, მაგრამ სევეროდონეცკი ბლოკირებული არ არის. ქალაქთან არსებობს კომუნკაცია. რაშისტებმა სევეროდონეცკი სრულად ვერ დაიკავეს. ქალაქის ნაწილს უკრაინა აკონტროლებს. სოლქო ცენტრთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი, დანგრეულია. ევაკუაცია და ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა ქალაქში შუძლებელია. სევეროდონეცკში მოქალაქეები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან", - ამბობს გაიდაიმ.
ამასთან, გაიდაი აცხადებს, რომ რუსები აგრძელებენ ლისიჩანსკის დაბომბვას. მისივე თქმით, ლისიჩანსკიდან ევაკუაცია შესაძლებელია და ჰუმანიტარული ტვირთი ქალაქს ყოველდღიურად მიეწოდება.