რუსეთის ჯარები ცდილობენ წინსვლას იზიუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ სლავიანსკის მიმართულებით და გარკვეულ პროგრესს აღწევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის კვლევითი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.
როგორც აღნიშნულია, რუსები, სავარაუდოდ, ცდილობდნენ უკრაინის ძალების უკუგდებას ფრონტის ხაზიდან ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებაზე და 12 ივნისს ბომბავდნენ უკრაინის პოზიციებს ხარკოვსა და მის შემოგარენში.
რუსეთის ძალები აგრძელებდნენ სახმელეთო შტურმს სევეროდონეცკში, ააფეთქეს ქალაქიდან გასასვლელი ხიდები, სავარაუდოდ, ცდლობდნენ გადაეჭრათ უკრაინის ძალებისთვის სახმელეთო გზები ბახმუტიდან ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში.
როგორც ISW-ის ანალიტიკოსები წერენ, სამხრეთ უკრაინაში რუსებმა თავდაცვისთვის ძალების მობილიზება მოახდინეს.