უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობის დასადგურება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ მთავარი კითხვაა, რა ფასის გადახდა სურს მას ამისთვის. დასავლეთის ამოცანაა დარწმუნდეს, რომ კიევს არ მოუწიოს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა და დამოუკიდებლობის დაკარგვა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა არ არის მზად მშვიდობისთვის ნებისმიერ ფასად.
"ჩემი განსასჯელი არ არის ის, თუ რამდენად მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს უკრაინამ. ჩვენ ასევე ვიხდით ფასს, რადგან მხარს ვუჭერთ და ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ თუმცა, ეჭვგარეშეა რომ ყველაზე დიდ საფასურს უკრაინელები იხდიან ყოველდღე", - თქვა სტოლტენბერგმა.
საომარი მოქმედებების დასრულების საუკეთესო გზა, სტოლტენბერგის თქმით, არის რუსეთის პრეზიდენტის მიერ ომზე უარის თქმა, რადგან ომზე პასუხისმგებელი მხოლოდ კრემლია.
გენერალურმა მდივანმა ასევე გაიხსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ არაერთხელ ისაუბრა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან.
"დასავლელი პარტნიორების ამოცანაა კიევის პოზიციები მაქსიმალურად გაძლიერდეს", - ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატოს ხელმძღვანელმა არ გამორიცხა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო მსოფლიო წესრიგი შეიცვალოს, თუმცა სადავო საკითხები დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.