სევეროდონეცკის ცენტრიდან ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკან დაახევინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენშტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, მძიმე ბრძოლები გრძელდება.
"სევეროდონეცკის მიმართულებაზე მტერმა არტილერიის მხარდაჭერით, შტურმი განახორციელა ქალაქ სევეროდონეცკში, მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას და ქალაქის ცენტრიდან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკან დაახევინა. საბრძოლო მომქედებები გრძელდება. მტერმა არტილერიიდან დაბომბა თავდაცვის ძალები ლისიჩანსკის, სევეროდონეცკის, ტოშკივკის დასახლებული პუნქტების რაიონებში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენშტაბის ცნობით, დონეცკის მიმართულებაზე ოკუპანტების სამხედრო დანაყოფებებმა ძირითადი ძალისხმევა მიმართეს შეტევით მოქმედებებზე უკრაინის ძალების ალყაში მოქცევის მიზნით სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის რაიონებში, ცდილობენ ბახმუტიდან ლოჯისტიკური მომარაგების გზების ბლოკირებას.
გენშტაბისვე ცნობით, მტერი აგრძელებს დანაკარგების შევსების ღონისძიებებს, კრემენაიასა და სტარობელსკის მიმართულებებზე განათავსა 80-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები.