მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ დრომდე "ვივა მედში" რჩება, დღეს "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფი მოინახულებს.
ექსპერტიზის დასკვნამდე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები კიდევ ერთხელ გაეცნობიან, პროცესში ერთვება უცხოელი ექსპერტიც. ის დოკუმენტს, სავარაუდოდ, დისტანციურად გაეცნობა.
"განხორციელდება ექსპერტიზის მორიგი ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან და გაგრძელდება შეფასება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. ამ ეტაპზე ჩვენ ექსპერტთა ჯგუფს დაემატა ნეიროქირურგი და ვგეგმავთ კიდევ ერთი უცხოელი ექსპერტის დამატებას, შესაბამისად იქნება მულტიპროფილური ექსპერტიზა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხერხდეს დასკვნის დაწერა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ითმენს. საჭიროა მულტიპროფილური მკურნალობა, რომელიც საქართველოში არ მგონია განხორციელდეს", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, ოჯახიც და ადვოკატებიც ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ, რადგან საქართველოში ექიმებს მსგავსი პაციენტის მკურნალობის გამოცდილება არ აქვთ.