დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის რეაქცია იმ უსამართლობაზე, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
„ამას წინ უძღოდა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები. მაგალითად სამადაშვილი ამბობდა ასეთ საინტერესო რამეს, რომ კანდიდატობის მინიჭება უკეთესია ჩვენთვის, ანუ საქართველოსთვის, რადგან ისეთი ვალდებულებები ჩაიდება, რომ ხელისუფლებას ხელისუფლებიდან წასვლა მოუწევს. ანუ რას ნიშნავს ეს? ევროკავშირის დებს ისეთ ვადებულებებს, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას წავიდეს. ეს არის სამადაშვილის მოლოდინი. ძალიან გაუგებარია. ასეთ განცხადებებზე ბუნებრივია ჩვენს კოლეგებს აქვთ რეაქცია და მათ შორის ასეთი იყო დიმიტრი ხუნდაძის რეაქციაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას, სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.