"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ გაიმეორა ის, რაც წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ხელისუფლებას ძალიან მძიმე რეაქცია ექნება.
"თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, საბჭომ გაიმეოროს იგივე, რაც თქვა ევროპარლამენტმა, ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს, წინასწარ ამაზე ლაპარაკი მიჭირს. გავიხსენოთ, რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში - ჩვენ უნდა გავუშვათ სააკაშვილი და გვარამია, უნდა დავსაჯოთ, სანქციები დავუწესოთ ბიძინა ივანიშვილს. წარმოიდგინეთ, თეორიულად ასეთი რამ რომ გაიმეოროს კომისიამ და საბჭომ - რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას, ბუნებრივია, ექნება ძალიან მძიმე რეაქცია.
ასევე იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, ევროპარლამენტი კიდევ ევროპარლამენტია, მაგრამ აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით თუნდაც ამის მეათედი რომ თქვან, ჩვენთვის ეს იქნება ძალიან მძიმედ მისაღები", - თქვა კობახიძემ.
ფოტო: AFP