რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედებს "ამერიკული ბიოლაბორატორია ლუგარის სახელობის ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის საფარქვეშ". ამის შესახებ ზახაროვამ რუსულ პროპაგანდისტულ მედია "ტასთან" ინტერვიუში აღნიშნა.
"რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხაზით და საზოგადო მოღვაწეები, ასევე ქართველი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა ბადებს სერიოზულ შეკითხვებს აშშ-ის მიერ კონვენციით აღებულ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ", - განაცხადა მან.
ზახაროვა ამტკიცებს, რომ ლუგარის ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობს კვლევები მწერების, როგორც განსაკუთრებით საშიშ ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების გადამტანებად გამოყენებაზე.