სევეროდონეცკის მესამედს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. ამის შესახებ სევეროდონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინიტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ სტრიუკმა განაცხადა.
"დღეის მდგომარეობთ, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, უწყვეტ დაბომბვებთან ერთად. ქალაქის მესამედს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ: გავლებულია თავდაცვის ხაზი და მიმდებარე საცხოვრებელ უბნებში მიმდინარეობს ბრძოლები. ტარდება ოპერაციები, არის [ოკუპანტების[ უკუგდების მცდელობა", - თქვა სტრიუკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქალაქში წყალმომარაგება და ელქტროენერგია უკვე ორი თვეა შეწყვეტილია.
"დაზიანებული მაღალი ძაბვის ხაზები, ამასთან, ქვესადგურების 70 პროცენტი განადგურებულია დაბომბვების შედეგად. არიან დაჭრილები და დაღუპულები - რუსეთის მიერ წარმოებული საარტილერიო ცეცხლის შედეგად, იბომბება საცხოვრებელი უბნები. ქალაქის პერიმეტრზე ქუჩები მთლიანად დანგრეულია", - განაცხადა სტრიუკმა.
გუშინ, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი ისევ აკონტროლებს სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს, მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას და ვერ ახერხებენ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან უფრო დიდი ტერიტორიის ალყაში მოქცევას.