საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.
"საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად!
ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით", - აცხადებს ლომჯარია.