საქართველოში ვიზიტით მყოფი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. იტყობინება აშშ-ის საელჩო.
"დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების პირადად შესასწავლად, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდა. მათ განიხილეს კანონის უზენაესობა, სასამართლო, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები საქართველოში. კარა მაკდონალდმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის მტკიცე ერთგულების შესახებ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმები არის გზა მათ მისაღწევად", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.