"ივანიშვილი არის ქურდი, მექრთამე და კორუმპირებული" - ასე ეხმაურება აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, სანქციების დაწესებას მოითხოვს.
მუხთარლი, რომელიც 2017 წელს საქართველოდან გაიტაცეს, პირდაპირ ამბობს, რომ მისი გატაცება საქართველოდან და ექსტრადირება აზერბაიჯანში, ივანიშვილის დავალებით განხორციელდა.
"ევროპარლამენტმა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუცია მიიღო. დიდება!
ივანიშვილი არის ქურდი, მექრთამე და კორუმპირებული.ის არის არჩევნების გამყალბებელი, რომელიც კრძალავს საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებსა და ყიდულობს ამომრჩეველს ფულით.
ის არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახური ჩვენს რეგიონში. ჩემი გატაცება საქართველოდან და ექსტრადირება აზერბაიჯანში ივანიშვილის დავალებით განხორციელდა. მისი დავალებით ახლაც არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე.
მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ქურდი ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დარჩება. უკრაინა ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის. ის გვიხსნის არა მარტო რუსული აგრესიისგან, არამედ პატარა ნაბიჭვრებისგანაც",- წერს აფგან მუხთარლი.