700 ევროპარლამენტარში ვერ მოძებნეს ვერც ერთი ადამიანი, ვინც იტყოდა, რომ "ქართული ოცნება" რაიმე პოზიტიურს აკეთებს - განაცხადა "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებზე საუბრისას.
"ევროპარლამენტში გუშინ ნათლად გამჟღავნდა, რომ "ქართული ოცნება" არის მატყუარა ხალხის პოლიტიკური გუნდი, რომელიც უსირცხვილოდ ატყუებს ქართველ ხალხს. 700 ევროპარლამენტარში ვერ მოძებნეს ვერც ერთი ადამიანი, ვინც იტყოდა, რომ "ქართული ოცნება" რაიმე პოზიტიურს აკეთებს.
იმ ხალხმა, ვისაც "ქართული ოცნება" სისტემატურად ლანძღავს, გააკეთა ნათელი გზავნილი, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. "ქართული ოცნებისთვის" კრიტიკა არ დაიშურა არავინ, მათ შორის მათმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა. მსგავსი დებატები არ მახსენდება, როცა ხელისუფლებას არ ჰყავს არც ერთი დამცველი ევროპარლამენტში. დღეს მთავარი დაბრკოლება არის სწორედ ეს ხელისუფლება," - განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 8 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები რეზოლუციის პროექტან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს ეხება.
რეზოლუციის კენჭისყრა დღეს, 9 ივნისს არის დაგეგმილი.