ხვალ, 30 ნოემბერს, 16:00 საათზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი თიანეთში გამართავს კონცერტს სახელწოდებით "მე მიყვარს თიანეთი". ამავე დროს საფუძველი ჩაეყრება ყოველწლიურ ტრადიციულ კონკურსს, თემაზე "მე მიყვარს თიანეთი".
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ რაიონის მასშტაბით ყველა ასაკის და პროფესის მქონე ადამიანს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სალომე ბაკურაძე, ქეთი ორჯონიკიძე, ნინი შერმადინი, თიკა მახალდიანი, ნინი წიკლაური, პაატა თედიაშვილი, ბექა ბროლაძე. კონცერტს წაიყვანს თამუნა გომართელი.
მაყურებელს დაურიგდება სარეკლამო ატრიბუტიკა მაისურები და დროშები წარწერით "მე მიყვარს თიანეთი". კონცერტის მხარდამჭერია თიანეთის მუნიციპალიტეტი.