"ივანიშვილის რეჟიმი და მისი გარემოცვა არიან საბჭოთა კავშირის აპოლოგეტები", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმდჯომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიცურ სპექტრზე გაკეთებულ განცხადებას.
"როგორი უტიფარი ცინიზმია, რომ ღარიბაშვილ-კობახიძე-ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ღიად საბჭოთა წარსულის აპოლოგეტია, მისტირიან საბჭოთა კავშირს, ღარიბაშვილის არაერთი განცხადება არსებობს, სტალინს მისტირიან და ამ ბოროტმოქმედი ჯალათის აპოლოგეტები არიან თან ილია ჭავჭავაძის სახელს იყენებენ საკუთარი შავრაზმული, პუტინისტური იდეოლოგიისთვის ზუსტად ისე, როგორც ალტინფო და დანარჩენი პუტინისტები აკეთებენ, ეგეც იყო ბოლშევიკების მეთოდი, მათთვის სრულიად მიუღებელ ფიგურასა და ოპონენტს, ისეთს როგორც ილია ჭავჭავაძე იყო, შინაარსი გამოაცალეს და მისი სახე გამოიყენეს საკუთარი პროპაგანდისთვის. სწორედ ილიას იდეების ანუ თავისუფლებისა და ლიბერალური დემოკრატიის საწინააღმდეგო და ამას შვებიან ახლაც ესენი", - ამბობს გიგა ბოკერია.