"ყველას, ვისაც გვსურს რომ საქართველომ ისტორიული ამოცანა შეასრულოს და იყოს თავისუფალი, დაცული ქვეყანა ამაში წვლილი უნდა შევიტანოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლით, ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებით", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ევროპარლამენტარების, კუბილიუსისა და იუკნევუჩიენეს წერილს.
"ეს ორი ადამიანი, ვისი საჯარო წერილიც გამოქვეყნდა, არიან საქართველოს დიდი ხნის პრინციპული მხარდამჭერები ყველა საკითხში, სუვერენიტეტის, ევროინტეგრაციის, ნატოში ინტეგრაციის, ლიტვის ყოფილი პრემიერი განსაკუთრებით ისტორიული ადამიანია ამ თვალსაზრისით, მისი მორალური და პრაგმატული ინტერესის გამო, რომ საქართველო გახდეს თავისუფალი სამყაროს წევრი და იყოს დაცული რუსული აგრესიისგან. რა თქმა უნდა, ძალიან ნიშანდობლივია, რომ ზრდილობიანი ფორმით, მაგრამ ამ ხალხის გზავნილია ის, რაც ჩვენც უნდა ყველა მოქალაქეს, საქართველოს ყველა პატრიოტს უნდა ავუხსნათ. სამწუხაროდ საზოგადოების ისტორიული დამსახურება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ გავაღწიოთ სამშვიდობოს და ვიყოთ თავისუფალი და დაცული ქვეყანა. საჭიროა გყავდეს მთავრობა, რომელიც ღირსეულად წარმოგადგენს საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით ქმნის იმ პოლიტიკურ კლიმატს, რომელიც თავსებადია თავისუფალ სამყაროსთან და ევროპასთან. ეს დღეს ჩვენ არ გვაქვს. ამიტომაა, რომ ეს წერილი საკვანძო სიტყვებით მთავრდება, შეიძლება დადგეს მომენტი, როცა საქართველოს საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ევროპულ მომავალ, თავისუფალ სამყაროსა და ქართულ ოცნებასა და ივანიშვილის რეჟიმის შორისო. ეს ზრდილობიანად არის ნათქვამი, ჩემი აზრით დღეს ეს მომენტი უკვე დამდგარია. თუ არ მოხდა საოცრება და უცებ არ იცვალეს ფერი, რისი იმედიც არ შეიძლება რომ გვქონდეს, ეს მომენტი დამდგარია. ყველას, ვისაც გვსურს რომ საქართველომ ისტორიული ამოცანა შეასრულოს და იყოს თავისუფალი, დაცული ქვეყანა ამაში წვლილი უნდა შევიტანოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლით, ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებით", - თქვა გიგა ბოკერიამ.